LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხარს ვუჭერთ ევროპას – უკრაინაში მებრძოლი ქართველების მიმართვა აქციის მონაწილეებს

91
BeFunky-collage (1)

რუსთაველის გამზირზე აქცია – „შინ ევროპისკენ“ მიმდინარეობს, რომელიც “სირცხვილიას“ და სამოქალაქო მოძრაობების ორგანიზებით იმართება. აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა.

აქციაზე შეკრებილი საზოგადოებისთვის უკრაინაში მყოფმა ქართველმა მებრძოლებმა ვიდეო მიმართვა ჩაწერეს.

„იმიტომ ვუჭერთ მხარს ევროკავშირს, რომ გვინდა საქართველოს, ჩვენი შვილების ევროპული მომავალი. ჩვენ ქართველებსა და უკრაინელებს, ერთი საერთო მტერი გვყავს, ეს არის რუსეთი! ამბობენ, ერთმორწმუნეო, რუსეთი არ არის ერთმორწმუნე. ავიღოთ ახალი ისტორია, დღემდე ოკუპაცია, ოკუპაცია, ოკუპაცია.

მტერი გვყავს საერთო დედამიწაზე, ეს არის რუსეთი, ამიტომ ვუჭერთ მხარს ევროპას“, – აცხადებენ ქართველი მებრძოლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები