LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მკერდის კიბოს განვითარების რისკი მშობიარობიდან ათწლეულების შემდეგაც გრძელდება – კვლევა

pregnant-woman-today-tease-160128_7345dcc3cf3ff44575ddd1b8c202c13e

უშვილო ქალებთან შედარებით, ქალებს, ვისაც შვილი ჰყავთ, შესაძლოა მკერდის კიბოს განვითარების რისკი ბოლო მშობიარობიდან 23 წლის შემდეგაც კი ჰქონდეთ. ამის შესახებ ვკითხულობთ მეცნიერთა ბოლო კვლევაში, რომელსაც Annals of Internal Medicine აქვეყნებს.

„ჩვენ ვნახეთ შემთხვევები, როცა კიბოს განვითარების რისკი ყველაზე მაღალი იყო ბოლო მშობიარობიდან 5 წლის შემდეგ, თუმცა დროთა განმავლობაში ეს რისკი ნელ-ნელა მცირდება,“ – ამბობს ჰეზელ ნიკოლსი, ჩრდილოეთ კაროლინის უნივესიტეტის ეპიდემიოლოგიის ასისტენტ-პროფესორი.

თუმცა, ამის მიუხედავად, კვლევაში წერია, რომ ბოლო მშობიარობიდან 23 წლის განმავლობაში სიმსივნის განვითარების რისკები იცვლება და მშობიარობა მკერდის კიბოს რისკისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებად სახელდება. სფეროს ექსპერტები ქალებს მოუწოდებენ, რომ არ ინერვიულონ, რადგან ამ რისკის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია.

კვლევა 55 წელზე მეტი ასაკის ქალებში ჩატარდა და მისი ავტორების თქმით, ამ ასაკის ქალბატონებში მკერდის კიბოს რისკი საკმაოდ დაბალია.

„რისკი მაღალია ბოლო მშობიარობიდან 5 წლის შემდეგ, დროთა განმავლობაში რისკის მაჩვენებელი კლებადია, თუმცა, ბუნებრივია, არიან ქალები, რომლებსაც მკერდის კიბოს დიაგნოზი მაინც დაესვათ. თუ 40 წლის ასაკის ქალებს ჩავრთავთ ჩვენს კვლევაში და მომდევნო 10 წლის განმავლობაში აქტიურად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ქალების 2.2%-ს მკერდის კიბო განუვითარდებათ, ასეთი კი ის ქალები იქნებიან, ვისაც ბოლო წლებში ჰყავდათ შვილი გაჩენილი. სიმსივნე ამ ასაკის ისეთი ქალების 1.9%-ს უვითარდება, ვისაც შვილი ბოლო წლებში არ გაუჩენია ან საერთოდ არ ჰყავს შვილი,“ – ამბობს ნიკოლსი.

ზოგადად, მეცნიერთა განმარტებით, ორსულობასთან დაკავშირებული ფაქტორები უკავშირდება მკერდის კიბოს განვითარების დაბალ რისკს იმ შემთხვევაში, თუ ქალს პირველი შვილი 20 წლამდე ასაკში ჰყავს გაჩენილი; თუ ჰყავს ერთზე მეტი შვილი; ორსულობის ისტორიაში უფიქსირდება პრისკლამპია; ბუნებრივად კვებავდა შვილს დადგენილზე დიდი ვადით, – ამბობენ „კიბოს ეროვნულ ინსტიტუტში“.

ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია მკერდის სიმსივნის განვითარების მაღალ რისკებთან, არის: თუ ქალს პირველი შვილი 30 წლამდე ასაკში ჰყავს გაჩენილი; ბოლო მშობიარობიდან 10 წელია გასული; თუ იღებდა დიეთილსტილბესტროლს – ანუ ესტროგენის სინთეტიკურ ფორმას ორსულობის დროს.

ქალებში მკერდის კიბო სიმსივნით გამოწვეულ სიკვდილიანობაში ყველაზე ხშირია, ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს. ორგანიზაციის ცნობით, წლევანდელი მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით მკერდის სიმსივნით 627 ათასი ქალი გარდაიცვალა, რაც ქალებში კიბოს სხვა სახეობებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლების 15%-ია. აშშ-ში მკერდის კიბო სიმსივნეების სხვა გამოვლინებებთან შედარებით, ყველაზე გავრცელებულია. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობით, ყოველწლიურად მკერდის სიმსივნით 41 ათასი ქალი და 450 მამაკაცი კვდება. აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ქალების 12%-ს მკერდის სიმსივნე უვითარდება. ამ სტატისტიკის ავტორი კი, დიდი ბრიტანეთის სიმსივნის კვლევითი ცენტრია.

 

კავშირი მშობიარობასა და მკერდის სიმსივნის რისკს შორის

 

ერთ-ერთი ბოლო კვლევა 55 წლამდე ასაკის 889,944 ქალში ჩატარდა. კვლევაში მონაწილეთაგან კვლევის პროცესში არცერთ ქალს სიმსივნე არ ჰქონია. კვლევამ აჩვენა, რომ უშვილო ქალებთან შედარებით, ქალებში, რომლებსაც შვილები ჰყავთ გაჩენილი, მკერდის კიბოს რისკი ზრდადია. ეს რისკი კი ბოლო მშობიარობიდან 5 წლის შემდეგ პიკშია და რისკის განვითარების ვადა 23 წლის განმავლობაში გრძელდება.

მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ ბავშვის ძუძუთი კვება ამ მიგნებებზე გავლენას არ ახდენს, სხვა ისეთი ფაქტორები კი, როგორებიცაა: პირველად მშობიარობის ასაკი, შვილების რაოდენობა და მკერდის სიმსივნის გენეტიკური წინასწარგანწყობა – გავლენის მქონეა.

„კიდევ ერთი დეტალი, რისი დაზუსტებაც ამ კვლევით გვინდოდა, არის იმ ახალი ბერკეტების შემოწმება, რაც მედიკოსებს დაეხმარებათ მკერდის კიბოს რისკის პროგნოზირებაში უფრო ეფექტურად ახალგაზრდა ქალებში – ეს ბერკეტი კი მარტივია – ქალებმა უფრო ხშირად უნდა ჩაიტარონ მამოლოგიური სკრინინგები,“ – ამბობს ნიკოლსი.

მისივე თქმით, სიმსივნის რისკების წინასწარ პროგნოზირებისთვის საჭიროა ვიცოდეთ, როგორ მოქმედებს რისკფაქტორები ახალგაზრდა ქალებში და ეს პროცესი განსაკუთრებით მარტივია დასაკვირვებლად. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ კვლევას გარკვეული შეზღუდვები ჰქონდა, რის გამოც სიმსივნე განვითარდა და ასეთ ფაქტორად დასახელდა ორსულობის პერიოდში დასმული მკერდის სიმსივნის დიაგნოზი. ასევე, კვლევის პროცესში შეუძლებელი იყო გარკვეულიყო, არსებობს თუ არა ბიოლოგიური მექანიზმები მკერდის სიმსივნის განვითარების რისკსა და მშობიარობას შორის, მაგრამ ნიკოლსი საკუთარ იდეებს გვთავაზობს.

„ორსულობა არის დრო, როცა მკერდის ქსოვილები სწრაფად ვითარდება, მკერდის უჯრედები სწრაფად იყოფა და ქსოვილი სწრაფად ფართოვდება. რეალურად ორსულობა და მშობიარობა არ შეიძლება დასახელდეს მკერდის სიმსივნის გამომწვევ მიზეზებად ან კიბოს განვითარების რისკისთვის. მკერდის ქსოვილების სწრაფმა გაფართოვებამ შეიძლება, სიმსივნური უჯრედების ზრდის პროცესი უფრო მეტად გაამარტივოს,“ – დასძინა ნიკოლსმა.

თუმცა, მეცნიერები განმარტავენ, რომ ასეთმა დასკვნებმა გავლენა არ უნდა იქონიოს ფეხმძიმობის დაგეგმვისა და მშობიარობის პროცესების გადაწყვეტაზე. საგულისხმოა მხოლოდ ის, რომ მკერდის სიმსივნის განვითარების რისკები ფეხმძიმობის შემდეგ 23 წლის განმავლობაში ქალებში რამდენიმე პროცენტით მატულობს, მათთან შედარებით კი, სიმსივნის დიაგნოზიანით ქალების რიცხვი კი, ვისაც შვილი საერთოდ არ ჰყავთ, რამდენიმე პუნქტით დაბალია.

 

მასალა მომზადებულია სი ენ ენ-ზე დაყრდობით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები