LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს რესურსი, ვიყოთ წარმატებული ქვეყანა – პრემიერი საზოგადოებას ახალ წელს ულოცავს

baxtadzmilocva1

მე მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი და შესაძლებლობა, ვიყოთ წარმატებული ქვეყანა, სადაც თითოეული ოჯახი ღირსეულად იცხოვრებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის საახალწლო მილოცვაშია ნათქვამი.

მთავრობის მეთაური მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს და აცხადებს, რომ განათლება იქნება 2019 წელს მთავრობის უპირობო პრიორიტეტი.

„დამდეგ ახალ წელს ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს მოქალაქეებს! მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით გადავდგამთ საერთო ნაბიჯებს უკეთესი მომავლისკენ. ჩვენ საერთო მომავალი მხოლოდ თქვენთან ერთად წარმოგვიდგენია.

ამისათვის, ჩვენ გვინდა პროგრესი და წინსვლა, ქვეყანას სჭირდება ახალი იდეები, ახლებური ხედვა, თამამი და სწრაფი გადაწყვეტილებები და ეს ენერგია ჩვენს ახალგაზრდებშია, ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი.

მინდა, მივულოცო ახალგაზრდებს დამდეგი ახალი წელი და ვუთხრა, რომ განათლება იქნება მომავალ 2019 წელს ჩვენი უპირობო პრიორიტეტი.

განათლებაზე დაფუძნებული პოლიტიკა და ინოვაციები ჩააყენებს საქართველოს განვითარებული და ევროპული ქვეყნების რიგში, იქ, სადაც ჩვენი ბუნებრივი ადგილი, ჩვენი ცივილიზაციური არჩევანია. მე მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს ყველა რესურსი და შესაძლებლობა, ვიყოთ წარმატებული ქვეყანა, სადაც თითოეული ოჯახი ღირსეულად იცხოვრებს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. მჯერა, რომ 2019 წელი წარმატებების და წინსვლის წელიწადი იქნება ყველასთვის! გილოცავთ“, – ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები