გოგონა შავი დროშით – ფოტო, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა, 17 წლის მათე მამულაშვილმა ნახატად აქცია.
თელავის მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლის ნამუშევარს, სოციალურ ქსელში თავად ნანა მახარაძე აქვეყნებს და ახალგაზრდა თაობას ემოციურ პოსტს უძღვნის:
„ამ საოცარი ნახატის ავტორი თელავის მეხუთე საჯარო სკოლის 17 წლის მათე მამულაშვილია.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ალბათ ყველაზე ღირებული რაც გავაკეთე, იყოს ის, რომ უამრავ მოსწავლეს შევხვდი პირადად.
საოცარი განცდაა მათთან ერთად ყოფნა.
ინტერესი, ინტელექტი, ცნობისმოყვარეობა, განათლება, ფიქრები მომავალზე… მზად ყოფნა უკეთეს სახელმწიფოში ცხოვრებაზე – აქ საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ მიწაზე… სურთ იყვნენ რეალიზებულები და ბედნიერები.
სულ ვამბობ და მჯერა, ხვალინდელ საქართველოს ისტორიას ეს თაობა აუცილებლად ღირსეულად დაწერს.
34 წელი გავიდა ამ დღიდან…
ვისურვებდი, რომ ჩვენს მომავალს სულ ნათელი ფერებით ეხატოთ ჩვენი ქვეყნის ისტორია.
მადლობა მათე ბიჭო“, – წერს მარი ნანა მახარაძე სოციალურ ქსელში.
ამ საოცარი ნახატის ავტორი თელავის მეხუთე საჯარო სკოლის 17 წლის მათე მამულაშვილია♥️
საქართველოში დაბრუნების შემდეგ,ალბათ…Posted by მარი ნანა მახარაძე on სამშაბათი, 20 ივნისი, 2023
სალომე ზურაბიშვილმა ნანა მალაშხია და ნანა მახარაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა