LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიზნად ისახავს ჩემი დამატებითი დისკრედიტაციის მცდელობას“ – ბურჯანაძე ომბუდსმენის პირველ მოადგილედ მის შესაძლო დანიშვნაზე

49
გიორგი ბურჯანაძე

სახალხო დამცველობის ერთ-ერთი კანდიდატი, სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ნინო ლომჯარია აპირებს, პირველ მოადგილედ სწორედ ის დანიშნოს.

კობახიძე: თუ რადიკალური ოპოზიციის გათვლაა, რომ პარლამენტი სახალხო დამცველის არჩევას ვერ მოახერხებს, მაგრამ ისინი ასეთი „ტრიუკებით“ გიორგი ბურჯანაძეს დე ფაქტო ომბუდსმენად დატოვებენ, ეს მძიმე მოვლენა იქნება

ბურჯანაძე გავრცელებულ ინფორმაციას არასწორს უწოდებს და მისი დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს:

„ეს არის, ალბათ, ერთ-ერთი ჭორი. აბსოლუტურად არასწორი ინფორმაციაა, რომელიც ჩემი გადმოსახედიდან, მიზნად ისახავს ჩემი დამატებითი დისკრედიტაციის მცდელობას, რაღაც თეორიის მოფიქრებას, თითქოს შეთქმულებას აქვს ადგილი. ეს აბსურდულია. კანონმდებლობით წესრიგდება, როგორ გაგრძელდება საქმიანობა სახალხო დამცველის არ არჩევის შემთხვევაში.

სახალხო დამცველს ჰყავს პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე, რომელიც თავის საქმიანობას მშვენივრად უძღვება და არის ძალიან კარგი პროფესიონალი. ხუთი წელია, ერთობლივად ვმუშაობთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ინფორმაცია სიმართლეს არანაირად არ შეესაბამება, არის მოგონილი. ვინც ეს თქვა, მას შესაბამისი არგუმენტი არ აქვს. ამას ჩემი ფუჭი დისკრედიტაციის მცდელობად ვუყურებ.

სახალხო დამცველის აპარატში არანაირი ცვლილება არ იგეგმება. მოადგილის დანიშვნის ან გათავისუფლების საკითხი სახალხო დამცველის გადასაწყვეტია. ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს და ჩვენ არანაირი ვალდებულება არ გვაქვს, რაღაც ვამტკიცოთ. ამის შესახებ ვინც თქვა, ვალდებულია, დაამტკიცოს ის, რაც თქვა და წარმოადგინოს რამე მტკიცებულება“, – განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები