LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიზეზი, რის გამოც დიდ დიღომში, გუდვილთან, ხიდზე მოძრაობა შეიზღუდა

100

აღმაშენებლის ხეივანში არსებული ხიდი გზაგამტარის (გუდვილის მიმდებარე ტერიტორია) რეაბილიტაციის გამო მიმდინარე წლის 9 აპრილიდან 20 დღის განმავლობაში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება (დასავლეთიდან ქალაქის ცენტრის მიმართულებით).

ხიდზე დაგეგმილია დაზიანებული სადეფორმაციო ნაკერების შეცვლა-რეაბილიტაცია. სამუშაოებს აწარმოებს შპს „კ.მ.პ“.

ასევე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება მარცხენა სანაპიროზე დიდუბის ხიდთან, სადაც ფრაგმენტულად მოწესრიგდება გზის საფარი. შეზღუდვა ამოქმედდება დღეს ღამის 23:00 საათიდან შაბათს დილის 09:00 საათამდე.

საგზაო სამუშაოების გამო, ასევე დღეს 23:00 საათიდან შაბათს 23:00 საათამდე სამტრედიის ქუჩის ერთ მონაკვეთზე (წერეთლის ქუჩიდან აგლაძის ქუჩის კვეთამდე) გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა. თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი აღნიშნულ პერიოდში იმოძრავებს ალტერნატიული გზით.

თბილისის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შეფერხებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები