პიანისტი მარიანა აჩბა „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ ვიკა კალანდიას რუბრიკას სტუმრობდა, სადაც დეიდასთან, მაკა ასათიანთან არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობაზე ისაუბრა.
„მაკა ჩემი დიდი მეგობარია. განსაკუთრებულად მზრუნველია, სულ რაღაც კარგისკენ გვიბიძგებს. მაკა ის ადამიანია, ვინც რაღაც თვალსაზრისით კრავს ოჯახს.
მიზანმიმართულად ბავშვობიდან გვეუბნებოდა, რომ თქვენ ყველა ერთად უნდა იყოთ, შეკრულები, ასე გავიზარდეთ და ჩემი აზრით, ეს მაკას დამსახურებაა..
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ერთმანეთზე ზრუნავს, ყველას ახლო ურთიერთობა გვაქვს..“, – აღნიშნა მარიანა აჩბა.
მაკა ასათიანის დისშვილი – აფხაზი პრინცესა მარიანა აჩბა
ფოტო/ვიდეო: „ბრავო“ – მაკა ასათიანი დისშვილის კონცერტს დაესწრო, რომელიც კონსერვატორიაში გაიმართა