LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მიზანი ცხოველების შიმშილით სიკვდილისაგან გადარჩენაა”: თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი ჩუქდება

1097
pjimage (4)

ბიზნესმენის თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი ჩუქდება. ამის შესახებ განცხადებას თავშესაფრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

“ჩუქდება თავშესაფარი, 249 ძაღლთან და 4 მურა დათვთან ერთად!!!
თავშესაფარი განთავსებულია გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩა 9 ნომერში. 2 500 (ორი ათას ხუთასი) კვადრატულ მეტრზე. შენობა ნაგებობების და მიწის ფართი შეადგენს მილიონ 350 ათას ლარს.
გაჩუქების აუცილებელი პირობაა იქ არსებული ცხოველების 10 წელი მოვლა, შენახვა და პატრონობა. ( ამჟამად თავშესაფარში მყოფი ძაღლები 10 წლის შემდეგ სიბერით მოკვდებიან)
მიწის ნაკვეთი, შენობა ნაგებობებით ეკუთვნის ბატონ თამაზ ელიზბარაშვილს. გაჩუქების მიზანი არის იქ არსებული ცხოველების გადარჩენა შიმშილით სიკვდილისაგან.
მთავრობამ, ბიზნესმა, საზოგადოებამ, ვისაც გაქვთ სურვლი იჩუქოთ ზემოთ ხსენებული ქონება მოცემული პირობით, დაუკავშირდით ბატონ თამაზს: 599 51 68 86.
2020 წ. 8 სექტემბერი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

თავშესაფარს, რომელიც 13 ივნისს განვითარებული მოვლენებამდე სვანიძის ქუჩაზე მდებარეობდა, პრობლემები სტიქიის შემდეგ შეექმნა. ადიდებულმა ვერემ თავშესაფარი დატბორა, რის შედეგადაც ინფრასტრუქტურა მთლიანად განადგურდა.

მოგვიანებით ეკონომიკის სამინისტრომ თავშესაფარისთვის ბიზნესმენს სამგორის რაიონში, კაიროს 26 ნომრის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სოკოს სათბურების ტერიტორია დროებით გადასცა.

ელიზაბარშვილი უკვე თვეებია საზოგადოებისგან თავშესაფრის შესანარჩუნებლად და ძაღლების გამოსაკვებად ფინანსურ მხრდაჭერას ითხოვს.

https://www.facebook.com/TamazElizbarashviliDogShelter/posts/10157563739321659

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები