ცნობილი დირიჟორის, 54 წლის კარლო პონტისა და ზუმბას მოცეკვავის, ფიტნესინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილის სიყვარულის ისტორია თითქმის 2 წელიწადს ითვლის. როგორც ცნობილია, წყვილის ურთიერთობა მარიამის ფოტოზე მიწერილი კომპლიმენტით დაიწყო და დღემდე გრძელდება.
სოფი ლორენის ქართველი სარძლოს შესახებ ინფორმაცია პირველად ქართულ მედიაში გავრცელდა. მართალია, წყვილი მედიასთან ხშირად არ კონტაქტობს, მაგრამ როგორც კარლო, ისე მარიამი ხშირად აქვეყნებენ ერთად გადაღებულ ფოტოებს.
ამჯერად, მარიამ შარმანაშვილმა უპასუხა „ინსტაგრამ“ გვერდზე საკუთარი მიმდევრების კითხვებს.
მარიამ შარმანაშვილი სოფი ლორენის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება: „ბევრი მესიჯი შემომდის…“