დღეს, 9 ოქტომბერს, ლეგენდარული მუსიკოსის, ეპოქალური კოლექტივის, ,,ბითლზისს” წევრის, ჯონ ლეონის დაბადების დღეა. არტისტს 80 წელი შეუსრულდებოდა. დღის განმავლობაში უამრავი მსოფლიო ვარსკვლავი გამოეხმაურა ლეონის იუბილეს, თუმცა, ყველაზე ამაღელვებელი მაინც პოლ მაკკარტნის მილოცვა იყო. მან სოციალური ქსელის მეშვეობით შავ-თეთრი ფოტო გაავრცელა და ის ასე დაასათაურა: „მიყვარს ეს სურათი, ის ჩვენ შორის არსებულ კავშირს მახსენებს, 80 წლის იუბილეს გილოცავ, სიყვარულით პოლი“.
https://www.facebook.com/PaulMcCartney/photos/a.488766413312/10159173326758313/
მეუღლის იუბილეს ლენონის მეუღლე, იოკო ონოც გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში ჯონთან და ვაჟთან, შონთან ერთობლივი ფოტო გაავცელა.
აღსანიშნავია, რომ წყვილის ვაჟიც დღევანდელ დღესაა დაბადებული. პოსტის ბოლოს ლენონის ქვრივმა სიმღერის, Yes, I’m Your Angel ლინკი გააზიარა, რომელსაც თავად ასრულებს.
https://www.facebook.com/YokoOno/photos/a.10150157196475535/10158608775380535
https://www.youtube.com/watch?v=PUJfcTcF4XY