ვიქტორია ბექჰემმა 47 წლის იუბილე მაიამიში აღნიშნა. დიზაინერმა და მუსიკოსმა იუბილე კლუბში, უახლოესი მეგობრების გარემოცვაში გადაიხადა და ფოტოები „ინსტაგრამზე“ გააზიარა. ფოტოებიდან ჩანს, რომ ვიქტორიას დაბადების დღისთვის განსაკუთრებულად იზრუნა თავად დევიდ ბექჰემმა, რომელმაც სპეციალური მილოცვა ცოტა ხნით ადრე თავად გამოაქვეყნა.
ვიქტორიას მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებზე კი აღბეჭდილია წყვილის უახლოესი მეგობრები, უზარმაზარი ტორტი და რომანტიკული ფოტო, სადაც ვიქტორია და დევიდი ერთმანეთს ეხუტებიან, „მიყვარხარ“ – წერს ვიქტორია ბექჰემი.