LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწისქვეშა გადასასვლელებში სექსუალურ შევიწროებას ფემინისტები აპროტესტებენ

121

“ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი” და მათი მხარდამჭერები თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელებში სექსუალური შევიწროების ფაქტებს აპროტესტებენ და აქცია-მსვლელობას აწყობენ. ეს აქცია-მსვლელობა ყოველწლიური მსვლელობის “არ დავთმოთ ღამე”-ს ფარგლებში მიმდინარეობს.

როგორც facebook-ზე შექმნილი ღონისძიების ანონსში წერია, წლევანდელი მსვლელობა ეძღვნება მიწისქვეშა გადასასვლელებში სექსუალური შევიწროების პრობლემას, ამიტომ, მსვლელობას გმირთა მოედნიდან დაიწყება, ვინაიდან “გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი ცნობილია, როგორც მოძალადეების ერთ-ერთი ნაცადი თავშესაფარი.

აქციის ორგანიზატორების თქმით, ხელისუფლებამ დაიწყო მიწისქვეშა გადასასვლელებზე ზრუნვა, თუმცა “არაფერს ამბობენ ქალთა მიმართ ძალადობისთვის შექმნილ სასათბურე პირობებზე”.

აქციის მონაწილეები ითხოვენ: სათანადო ყურადღება მიექცეს ამ საკითხის მნიშვნელობას სწორედ ქალთა მიმართ ძალადობის კონტექსტში; დაუყოვნებლივ მოწესრიგდეს განათებების პრობლემა ყველა მიწისქვეშა გადასასვლელში; მოხდეს უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება, რადგან განათებების მოწესრიგება პირველი, თუმცა არასაკმარისი ნაბიჯია ძალადობის შესაჩერებლად. ქალებს გვჭირდება გენდერულად მგრძნობიარე საჯარო სივრცეები, რათა დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შევძლოთ თავისუფალი გადაადგილება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები