ქალაქ ქაჰრამანმარაში მიწისძვრიდან 121 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან 70 წლის ქალი გამოიყვანეს.
როგორც CNN Turk-ი წერს, მანამდე, რამდენიმე საათით ადრე, ნანგრევებიდან 16 წლის ბიჭი ამოიყვანეს.
“სამძებრო-სამაშველო შესაძლებლობი დასასრულ უახლოვდება და ნანგრევების ქვეშ გადარჩენილების პოვნის ალბათობა სულ უფრო მცირდება” – განაცხადა თურქეთში გაერო-ს სამოკავშირო ოფიცერმა.
ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 24 000-ს გადააჭარბა.