LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწის რეგისტრაციის რეფორმასთან დაკავშირებული კანონპროექტი მთავრობამ დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნა

97

კანონპროექტი, რომელიც მიწის რეგისტრაციის რეფორმას ითვალიწინებს მთავრობამ მოიწონა და დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნა.

როგორც იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განაცხადა, რეფორმის შედეგად მოქალაქეებს ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირება გაუმარტივდებათ.

„ამ რეფორმით მოქალაქეებისთვის მოიხსნება მთელი რიგი ბარიერები, რაც დღეს არსებობს. ფინანსური, ბიუროკრატიული და სამართლებრივი ბარიერები. ჩვენ ვაჩვენებთ იმას, რომ ამ პროექტიის ფარგლებში, შესაძლებელია კერძო საკუთრება საქართველოში მარტივად დაირეგისტრირო, განავითარო მისი ბაზარი და რეალურად გვქონდეს რეგისტრირებული მონაცემების საჯარო რეესტრი, რომელიც არის ზუსტი და სანდო“- განაცხადა წულუკიანმა.

როგორც მან აღნიშნა, საჯარო რეესტრი შეიძენს ახალ უფლებამოსილებებს და ექნება ვალდებულება, მოქალაქეს თავისვე ინიციატივით მოუწერიგოს საბუთები, მათ შორის, უფლების დამდგენი დოკუმენტები. საჯარო რეესტრს შეეძლება მოქალაქეს დეხმაროს – სხვადასხვა უწყებიდან გამოითხოვოს დოკუმენტაცია და მოქალაქესთან ერთად შეადგინოს მოქალაქის ფაილი.

ამასთან, მოხდება ზოგიერთი ხარვეზიანი დოკუმენტის ლეგალიზება, რომელთა მცირედი ხარვეზის გამო მესაკუთრე მიწას ვერ ირეგისტრირებდა.

„ასევე ამ პაკეტის შედეგად ვატარებთ საამზომველო საქმიანობის რეფორმას. ვამბობთ, რომ ყველა ამზომველმა უნდა იცოდეს მიწის ნაკვეთის აზომვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ამზომველ საქმიანობას ვერ განახორციელებს, რადგან არასწორად აზომილი ნაკვეთის გამო ძალიან ბევრ კერძო მესაკუთრეს აქვს დავა. ამ პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ის ამზომველები, რომლებიც გაივლიან სერტიფიცირებას, რისთივისაც მათ რამდენიმეთვიანი პერიოდი ექნებათ“ – განაცხადა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ პროექტი მინიმუმ ორწლიანი იქნება და ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფომ და მოქალაქეებმა მიწების დარეგისტრირება ერთობლივად უნდა მოახერხონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები