LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწის მასის შევსება კარგია, თუმცა, ტრაქტორები ძალიან დიდი ვიბრაციით მუშაობს და არ მომწონს – თეა გოდოლაძე ვაშლიჯვრის მეწყრული ფერდის შესახებ

268
თეა გოდოლაძე

“მთავარი ახლა სწორედ ისაა, რომ მეწყერს შევუქმნათ ისეთი მდგომარეობა, რათა მაქსიმალურად დაკარგოს გადაადგილების სიჩქარე და ნაკლებ პრობლემატური გახდეს. გარკვეული მოცულობის მიწის შევსება ნიშნავს, რომ გადაადგილების გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებები გატარდება. თუ ამას აკეთებენ, ეს ძალიან კარგია, “ – ამის შესახებ “ფორტუნას” დედამიწის შემსწავლელ მეცნიერება ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორმა, გეოლოგმა, თეა გოდოლაძემ ვაშლიჯვრის მეწყერისაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოების შეფასებისას განუცხადა.

როგორც გეოლოგმა განგვიმარტა, ტექნიკურად მეწყერსაშიში ფერდის გამაგრება გარკვეული ტიპის ღონისძიებების შემდეგ შესაძლებელია, თუმცა, სხვა შემთხვევაში, მეწყრის ხელის დადება, მისი სიტყვებით, არ შეიძლება და ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს.

“მიწის მასის შევსება კიდევ სხვა რაღაცაა და მისაღებია. გასაგებად რომ ავხსნათ, ეს ნიშნავს, რომ გატარდება ღონისძიებები, რომელიც მეწყერს გადაადგილების სიჩქარეს აკარგვინებს. მთავარი ახლა სწორედ ისაა, რომ მეწყერს შევუქმნათ ისეთი მდგომარეობა, რომ მაქსიმალურად დაკარგოს გადაადგილების სიჩქარე და ნაკლებ პრობლემატური გახდეს. გარკვეული მოცულობის მიწის შევსება ნიშნავს ამას, რაც გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებებია. თუ ამას აკეთებენ, ეს ძალიან კარგია, თუმცა, ტრაქტორები ძალიან დიდი ვიბრაციით მუშაობს და ეს არ მომწონს,” – აღნიშნა “ფორტუნასთან” საუბრისას თეა გოდოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩაზე, მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო. როგორც თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, გადაწყვეტილება დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით მიიღეს, რომელიც აღნიშნული ფერდისთვის პირვანდელი, ბუნებრივი მდგომარეობის დაბრუნებას გულისხმობს.

მივიღეთ გადაწყვეტილებები – ფერდს ბუნებრივი, პირვანდელი მდგომარეობა დაბრუნებოდა – მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყერსაშიში ფერდის გამაგრების სამუშაოები დაიწყო