LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწის აზომვითი ნახაზის მომზადებისთვის 6,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა

108

მიწის რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, 2016 წლის 1 აგვისტოდან დღემდე მიწის აზომვითი ნახაზის მომზადებისთვის 6,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 აგვისტოდან მოყოლებული ჯამში 82 400-ზე მეტი მიწის ნაკვეთის აზომვის საფასური ანაზღაურდა. ასანაზღაურებელი თანხის მთლიანი მოცულობა ერთ ნახაზზე 1,5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის აზომვის შემთხვევაში – 80 ლარს, ხოლო 1,5 ჰა-დან 5 ჰა-მდე მიწის ნაკვეთებზე 100 ლარს შეადგენს. 

მიწის აზომვითი ნახაზის მომზადების საფასურის ანაზღაურების პროგრამა 2017 წლის ბოლომდე გრძელდება. 

საჯარო რეესტრის მარტის მონაცემებით, მიწის რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში, 8 თვის განმავლობაში მიწა საკუთრებაში 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ დაირეგისტრირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები