LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწებზე დაწესებულ მორატორიუმზე, შესაძლოა ცვლილებები განხორციელდეს

161

სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დაწესებულ მორატორიუმთან დაკავშირებით, შესაძლოა გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდეს. ცვლილებები მორატორიუმის მიმართულებით “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ახალი ორგანული კანონის მიღებამდე და ძალაში შესვლამდე იგეგმება.

“მორატორიუმმა, რომელიც დღეს მოქმედებს, გარკვეული სირთულეები და უხერხულობები შექმნა. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ახალი კანონპროექტის პარალელურად, შევიტანოთ ცვლილებები მოქმედ მორატორიუმში და არ დაველოდოთ წლის ბოლოს, რათა ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა კვლავ უფრო თავისუფალი გახდეს. სწორედ მორატორიუმის გამო საკმაოდ დიდი აქტივები დღეს განკარგვის გარეშეა. გვინდა ხელ-ფეხი გავუხსნათ იმ აქტივების განკარგვას, რაც დღეს პრობლემატურია“, – განაცხადა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ.

აღსანიშნავია, რომ “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტის ინიცირება 30 აპრილის ბიუროს სხდომაზე იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები