სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის განცხადებით, მის სახლში იარაღი გენინსპექციის დირექტორის მოადგილემ, გიორგი ღამბაშიძემ ჩადო.
როგორც გოგაშვილმა დღეს, სასამართლო პროცესზე განაცხადა, იქამდე, ვიდრე იარაღს სახლში ჩადებდნენ, „ხელზე შეახეს.“ გოგაშვილმა სხდომაზე სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრა:
„ღამის ორ საათზე, ჩვენს სახლში მოხდა შემოჭრა. ეს არ მომხდარა წესების დაცვით, ან გაფრთხილებით. მე მათ განვუმარტე, რომ მცირეწლოვანი ბავშვები მყავდა – 4 წლის შვილიშვილი და 10 წლის შვილი. ვუთხარი, უკან ოთახში გავიყვან და გაგიღებთ კარს-თქო. მათ გააგრძელეს კარების შემონგრევა…
იქ არის ორი კარი, პირველი დონის და მეორე დონის. მეორე დონის კარები გავუღე და კიბეებზე უნდა ამოსულიყვნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები. ამ დროს, ეს კარები ფეთქდება, ესენი შემოდიან, მე კარებს ვაღებ და ვეუბნები, არ შემოანგრიონ. მე და ჩემი შვილი ვიდექით იქ. ისინი დაუყოვნებლივ გვაკავებენ მეც და ჩემს შვილსაც (უფროსი შვილი), მათ ამის უფლება არ ჰქონდათ, მათ ჰქონდათ განჩინება ჩხრეკაზე.
ძალადობრივი მეთოდებით იყო ჩვენი დაკავება. ნიკას (უფროს შვილს) ადებენ პლასტმასის ბორკილებს და მეც. 5-5 კაცი, ზემოდან მუხლებით გვახრჩობს… ხდება ჩვენი, ჩემი და ჩემი შვილის მიწაზე დაფიქსირება, ამ დროს ხდება სახლში შეჭრა, ჩემი მეუღლის ტერორის ქვეშ ყოფნა, ფიზიკური შეურაცხყოფა და თმებით თრევა. ამავდროულად, ჩემი შვილი იწყებს ღებინებას სტრესის ფონზე, 4 წლის შვილიშვილი უნებლიე შარდვას. არავის არაფერი არ ესმის.
ჩვენ მიწაზე ვართ გართხმული, ამ დროს ხელები მაქვს ამობრუნებული და ვგრძნობ რკინის შეხებას. გამოცდილება მაქვს, ვიცე-პოლკოვნიკი ვარ უსაფრთხოების, ვიცი რასაც აკეთებენ, ხელზე მახებენ იარაღს, რომელიც შემდეგ უნდა ჩადონ. თვიდან ვერ მივხვდი, რა იარაღი იყო, ვერ დავინახე. როდესაც ვიგრძენი რასაც აკეთებდნენ, ვეცადე ხელები გამეთავისუფლებინა.
ამ დროს გვერდით გავიხედე და ვინც ამას აკეთებდა ვიცანი – ეს იყო გენინსპექციის დირექტორის მოადგილე, გიორგი ღამბაშიძე. ბიჭო რას აკეთებ: „იქ ხომ არ გაქვს-თქო“, დავუძახე. ამის შემდეგ, მან მთელი ძალით ამომარტყა ყბაში წიხლი, შემდეგ დედის მისამართით შევაგინე.
როგორც კი შევაგინე, გიორგი ღამბაშიძეს ხელში ეჭირა ლულით პატარა იარაღი, მარცხენა მხარეზე ვინც იარაღს მისვამდა, ის დიდი ავტომატი იყო. ამას რომ შევაგინე, იმან ფერდში მომარტყა. 2 დღეა ვეუბნები, გადამიღეთ ექოსკოპია და რენტგენი-თქო და არ გადამიღეს. ძალიან ძლიერი ტკივილი ვიგრძენი. ასევე, ნიკა ყვიროდა, მამას არ დაარტყათო. მე იმათ ვეუბნები, ბავშვს არ დაარტყა.
ისტერიკაშია მეუღლე, მთელი ოჯახი სტრესში იყო. ამის შემდეგ, როდესაც ადგნენ და გამოიტანეს ე.წ. ფაქტები, შევარდნენ სახლში, ერთი გიორგი ღამბაშიძე იყო და ავარდნენ მეორე სართულზე. მეორე სართულზე ასვლის შემდეგ, თეამ (სოსო გოგაშვილის მეუღლე) დაინახა, რომ ეს ხალხი საძინებელში რაღაც ნივთებს ტენიდა სხვადასხვა ადგილზე.
როგორი საჩუქარიც გამიკეთეს, ვალში არ დავრჩები და საჩუქარს მეც გავუგზავნი – გოგაშვილის მეუღლე
თეამ დაუწყო ყვირილი და როდესაც დაინახეს, რომ ესენი მიადგნენ, ღამბაშიძემ დაიწყო ყვირილი: „რატომ ამოუშვით თქვე ჩე…ებო, ხომ გითხარითო!“ ძალადობით გამოათრიეს მეორე სართულიდან და პირველზე ჩამოიყვანეს. თეას ყვირილი მესმის, რომ დაალაგეს სოსო რაღაცები, რა აზრი აქვს ახლა“. მივხვდი რასაც აკეთებდნენ.“– განაცხადა სოსო გოგაშვილმა.