გურამ ლომიძე რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი იყო. მომღერალმა არაერთ საკითხზე ისაუბრა და გადაცემაში სიმღერაც დააპრემიერა.
განსაკუთრებულად საინტერესო იყო მისი რეაქცია წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვაზე, რომელიც მის პირად ცხოვრებასა და მესამე რომანს ეხებოდა:
საუბრობენ შენ ახალ სასიყვარულო ურთიერთობაზე. ამბობენ, რომ ახლა შენ გვერდით ულამაზესი ადამიანია, როგორ შეხვდით ერთმანეთს?
„დიდი მადლობა შეფასებისთვის. ყველაფერი მთავრდება და იწყება, თუმცა ჯობია, რომ დასასრული არ ჰქონდეს. მოდი, ჯერ არ ვისაუბრებ ამ თემაზე. გეტყვით, რომ ჩემი სიმღერა მას ძალიან მოეწონა, ძალიან დადებითად შეაფასა. ერთი სული ჰქონდა, როდის დავაპრემიერებდი, ახლა უსმენს. ეს სიმღერა მონატრებულზე მომივიდა მუზად, ეს არის ჩემი პირველი საავტორო სიმღერა. მივუძღვენი ჩემს ახალ ლოვეს“.
გურამ ლომიძე: „ჩემი და ხატიას ბიჭი ამერიკაში კოლეჯში მოვაწყვე, სახლი და მანქანაც დავახვედრე…“
გურამ ლომიძე და ივანა მელაი გაშორდნენ: „ბევრმა უთანხმოებამ შედეგი გამოიღო…“