LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივმართავ სახალხო დამცველს, დაიცვას ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი ნიკოლოზ ბასილაშვილი: ბასილაშვილის ადვოკატი

597
BeFunky-collage (4)

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა, სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მიმართავს “დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი ნიკოლოზ ბასილაშვილი”. როგორც ადვოკატი აცხადებს, შვეიცარიელი ჩოგბურთელის როჯერ ფედერერის დამარცხების შემდეგ, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ ბასილაშვილის ტურნირიდან მოხსნა მოითხოვა, რაც ჭკადუას განცხადებით, “უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა”.

„არც ერთ სასამართლოს დაუდგენია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მოძალადე ან დამნაშავეა. სამწუხაროდ, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ყველაფერს საგრანტო პროგრამების მისაღებად იყენებენ. მინდა მივმართო სახალხო დამცველს, რომ დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და მის მიმართ არაერთხელ გამოყენებულ იქნა სიძულვილის ენა“, – აცხადებს ირმა ჭკადუა.

დაუჯერებელია: ისტორია, რომელსაც არასოდეს დაივიწყებენ – ბასილაშვილმა ფედერერი დაამარცხა

„ბასილაშვილი რომ მოძალადეა, ეს მის სპორტულ შედეგებს არ ამცირებს, ხოლო ის, რომ კარგი სპორტსმენია, მის მოძალადეობას არ ამართლებს…“

ლიკა ევგენიძე: „რანაირად გადაიზარდა ბასილაშვილის გამარჯვება, მისი ყოფილი ცოლის დაცინვაში?!“