LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მივმართავ ახალგაზრდებს, მიიღეთ განათლება” – გელა ჩარკვინმა საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი “ფორტუნას” ეთერით მიულოცა

gela charkviani

ქართველმა დიპლომატმა, მწერალმა და პედაგოგმა გელა ჩარკვიანმა რადიო „ფორტუნა“-სთან საუბარში, 2018 წელი შეაჯამა, საზოგადოებას მიმართა და თავისი სურვილების შესახებ ისაუბრა.

„ჩვეულებრივი წელი იყო. იმ ტრაგედიების შემდეგ, რაც მე განვიცადე, ვგულისხმობ, მეუღლის და ვაჟის გარდაცვალებას, მას შემდეგ, თითქმის ყველა წელი ერთნაირია და ისე ემოციურად ვეღარ აღვიქვავ ცხოვრებას, როგორც ადრე,“ – აცხადებს გელა ჩარკვიანი.

ჩარკვიანმა საქართველოს დამოუკიდებლობლობის, ასევე თავისუფლების შენარჩუნება და განმტკიცება უსურვა.

მისი თქმით, ეს ორი რამ საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში მნიშვნელოვანი მონაპოვარია და ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ ის არ დავკარგოთ.

„მივმართავ ახალგაზრდებს, მიიღეთ განათლება და მაშინ როდესაც, ქართული საზოგადოება განათლებული იქნება, მას ვერავინ მოატყუებს,“ – აღნიშნა გელა ჩარკვიანმა.

გელა ჩარკვიანი ხალხს 2019 წელს ულოცავს და მშვიდობას, ჯანმრთელობას და წარმატებას უსურვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები