კონცეპტი General Motors ლეგენდარული ბრენდის Hummer-ის გაცოცხლებაზე ფიქრობს. როგორც Bloomber-მა დაადგინა, კონცერნი ელექტრონული ავტომობილის შექმნას გეგმავს.
ამჟამად GM-ში იმაზე ბჭობენ, თუ რომელი მოდელები ჩართონ ელექტრონული კროსოვერების სიაში. წინასწარი ინფორმაციით, ბაზარზე ელექტროფიცირებული Chevrolet Suburban, Cadillac Escalade, GMC Sierra და Yukon გამოვა.
ამერიკული მწარმოებლის სტრატეგიული გეგმის მიხედვით, 2023 წლამდე 20 ელექტრომობილის გამოშვება იგეგმება. ეს იქნება მსუბუქი ავტომობილები და კროსოვერები, დაბალი თუ საშუალო კლასის. ამის შემდეგ კი რიგში ელექტრონული კროსოვერები იქნებიან.
ელექტრონული Hummer უკვე არსებობს. ჯერ კიდევ 2017 წელს ავსტრალიურმა კომპანია Kreisel Electric-მა ასეთი მანქანა არნოლდ შვარცნეგერს უსახსოვრა. საქმე ისაა, რომ კალიფორნიის ექს-გუბერნატორი ეკოლოგიის დაცვაზე ბევრს ფიქრობს და გარემოს არასდროს აბინძურებს.