LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, ეს არის გამარჯვება, რომელსაც 120 დღე და 30 წელი ველოდით – ვოლოდიმირ ზელენსკი

70
zelenski

ჩვენ სულ ახლახან მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ეს არის გამარჯვება, რომელსაც 120 დღე და 30 წელი ველოდით. ამის შემდეგ მტერს დავამარცხებთ და ცოტას დავისვენებთ. ან შესაძლოა ჯერ უკრაინა ხელახლა ავაშენოთ და შემდეგ დავისვენოთ ცოტა – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას შემდეგ განაცხადა, რაც ევროპულმა საბჭომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

უკრაინის პირველმა პირმა აღნიშნული განცხადება „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში გააკეთა.

ცნობისთვის, ევროპულმა პარლამენტმა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები