LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივიღეთ დაგვიანებული, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება – ზოომარტი რუსულ პროდუქციაზე უარს ამბობს

860
ზოომარტი
ცხოველების საკვებისა და ჰიგიენის საშუალებების მაღაზიათა ქსელი, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. როგორც “ზოო მარტის” ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერია, მაღაზიათა ქსელი სრულად ამბობს უარს რუსულ პროდუქციაზე, არსებულ მარაგს კი თემურ წიქორიძის ძაღლების თავშესაფარს გადასცემენ. 

“ძვირფასო მომხმარებლებო,

გატყობინებთ, რომ მივიღეთ ძალიან დაგვიანებული, მაგრამ ჩვენი აზრით სწორი გადაწყვეტილება. დღეს, 21 ივნისს თაროებიდან მოიხსნება და ზოომარტის ქსელში აღარ გაიყიდება რუსული პროდუქცია, ჯამში 50-მდე დასახელების პროდუქტი. მათ შორის შვეიცარული Mars-ის რუსეთში წარმოებული ბრენდები: Pedigree, Chappi, Whiskas და Kitekat.

არსებული მარაგი, ჯამში 7 000 ლარამდე ღირებულების ძაღლის და კატის საკვები, ასევე ჰიგიენის საშუალებები 1 ივლისამდე საჩუქრად გადაეცემა თემურ წიქორიძის თავშესაფარს (ორგანიზაცია GSPSA – Georgian Society for the Protection and Safety of Animals).

პატივისცემით,
ზოომარტი.”

 
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები