საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი „ტვიტერზე“ ეხმიანება და წერს, რომ ზაზა გახელაძის გათავისუფლებას მიესალმება.
ევროპარლამენტარის თქმით, „ბორდერიზაციის“ მძვინვარე პროცესი და უკანონო გატაცებები უნდა შეწყდეს.
„ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიდამოებში „ბორდერიზაციის“ მძვინვარე პროცესი და საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცებები და დაკავებები უნდა შეწყდეს! ძალიან მნიშვნელოვანია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში შეხვედრებისა და დისკუსიების გამართვა“,- წერს მარინა კალიურანდი.
I welcome the liberation of Zaza Gakheladze & commend @EUMMGeorgia for facilitating his release. IPRM meetings & discussions are of utmost importance. The rampant ‘borderisation’ process & the illegal kidnappings & detentions of 🇬🇪 citizens in the vicinity of the ABL must stop! https://t.co/XVQ6cqje6v
— Marina Kaljurand MEP (@MarinaKaljurand) July 15, 2021