LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუნხენის აეროპორტში საახალწლო ბაზრობა გაიხსნა

73

გერმანიაში ჩასულ ადამიანებს საშობაო განწყობა პირველივე წუთებიდან შეექმნებათ – მიუნხენის აეროპორტში საახალწლო ბაზრობა გაიხსნა.

დეკემბერი მიუნხენის მოსანახულებლად ალბათ საუკეთესო თვეა, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მარკეტი სწორედ იქ მდებარეობს. ყველაფერი კი 2000 წელს დაიწყო. აეროპორტის ორ ტერმინალს შორის ძალიან დიდი სივრცე იყო დარჩენილი, რამაც ადმინისტრაციას განსაკუთრებული ზონის შექმნის საშუალება მისცა.

აღსანიშნავია, რომ აეროპორტის საშობაო ბაზრობა იმდენად დიდია, რომ იქ ყველაფერთან ერთად სასრიალო მოედანი და 450 ცოცხალი ნაძვიც კია განთავსებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები