LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუნხენი – რჩევები მიუნხენში მოგზაურობის მსურველებს #ფორტუნაგიდი

83

ბავარიის დედაქალაქის ოფიციალური დევიზი – „მიუნხენს უყვარხართ თქვენ“.
მიუნხენი – მარტო მხიარული ოქტობერფესტი, დიადი საფეხბურთო გუნდი და ავტომობილების მექა როდია. გერმანიის სამხრეთით, ალპების ძირას, მდინარე იზარის ნაპირზე გაჭიმული ქალაქი დიდებული ტაძრებით, სააღლუმე მოედნებით, მდიდრულად მორთული ფასადებიანი ძველი სახლებითა და დარაბებზე გამოფენილი ყვავილებიანი კალათებით იზიდავს მილიონობით ადამიანს.

 

 

მიუნხენის რაიონები

ქალაქის ისტორიული ცენტრი Altstadt-Lehel, ან უბრალოდ ალტშტადტი – სწორედ აქ არის თავმოყრილი ღირსშესანიშნაობების უმეტესობა: ორივე რატუშა, ბავარიელი მეფეების ყოფილი რეზიდენციანაციონალური თეატრი, ლეგენდარული ხოფბროიჰაუსი და ფრაუენკირხეს ეკლესია. აქვეა ცნობილი მარკების ბუტიკები, სავაჭრო ცენტრები, უამრავი რესტორანი და სასტუმრო. ამ ყველაფერს გვირგვინად ადევს ძველი კარიბჭე, რომელსაც ალტშტადტში მიყავხარ: ესენია Karlstor, Isartor და Sendlinger Tor.

 (ვრცლად/ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები