ცნობილი ფოტოგრაფი და სამოქალაქო აქტივისტი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში მესამე პრეზიდენტისა და ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება და წერს:
„წარმოუდგენელია, მშვიდად უყურო მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩემთვის მძიმე მოსასმენია გიული ალასანიას სიტყვები მისი შვილის ავადმყოფობის შესახებ.
რაღაც შეთანხმებამდე ხომ უნდა მივიდეთ, ნაბიჯები ხომ უნდა გადავდგათ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამ მდგომარეობაში არ იყოს?
მესამე პრეზიდენტია, წლების მანძილზე ქვეყნის სახე იყო და მიუხედავად მისი ზოგიერთი არასწორი გადაწყვეტილებისა, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე ქართულ სახელმწიფოებრიობაში.“– წერს გოგა ჩანადირი „ფეისბუქზე.“