LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუხედავად პრობლემებისა, საქართველოში კომპანიათა 50% არ აპირებს საქმიანობის შეჩერებას

92
tablet computer isolated in a hand

მეწარმეთა 80% პანდემიის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ ღონისძიებებს დადებითად აფასებს,-  ამის შესახებ საუბარია სავაჭრო პალატა COVID-19-ის ბიზნესზე გავლენის კვლევის მეორე ეტაპის შედეგებში.

სავაჭრო პალატის ცნობით, კვლევაში მონაწილეობა 1 553 ბიზნეს სუბიექტმა მიიღო, ძირითადად მცირე და საშუალო მეწარმეებმა საქართველოს რეგიონებიდან. გამოკითხულთა 89% რეგიონულ ბიზნეს, ხოლო 97% მცირე და საშუალო მეწარმეებს წარმოადგენს. კვლევაში 50 -მდე სექტორის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

კვლევამ აჩვენა, რომ კომპანიების 53%-ს შეუმცირდა გაყიდვები. კერძო სექტორი ასახელებს სხვა რიგ გამოწვევებსაც, როგორიცაა: ლარის კურსის ცვლილება, ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა, თუმცა გამოკითხულ კომპანიათა 50% არ აპირებს საქმიანობის შეჩერებას.

კითხვაზე, თუ რა ტიპის დახმარებას ითხოვს ბიზნესი- პირველ ხუთეულში გამოიკვეთა ფინანსურ მხარდაჭერა/ გრანტის, გრძლევადიან- შეღავათიან სესხების, გადასახადების დროებით გაუქმება ან/და შემცირების, არსებული პროდუქციის რეალიზაციაში დახმარების, იჯარის, ხელფასების, კომუნალური და სხვა ხარჯების სუბსიდირების საჭიროებები.

კვლევა ჩატარდა 2020 წლის ივნისში, საგანგებო მდგომარეობის / ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნის შემდეგ და წარმოადგენს ორეტაპიანი გამოკითხვის დასკვნით ნაწილს.

აღნიშნული შედეგების შესწავლის საფუძველზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს დონორი ორგანიზაციებისთვის და შესაბამისი საჯარო უწყებებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები