LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუხედავად დაპირებისა, დასავლური კომპანიები მინიმუმ 188 000 რუსს ხელფასს ამ დრომდე უხდიან

81
რუსები

მიუხედავად მსხვილი დასავლური კომპანიების დაპირებისა, რომ რუსეთში ბიზნესაქტივობას შეამცირებდნენ, ისინი მინიმუმ 188 000 ადამიანს ხელფასს, ამ დრომდე, უხდიან. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთი, 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა, 750-ზე მეტმა ბიზნესმა ოკუპანტი ქვეყანა ოფიციალურად დატოვა და შეწყვიტა ბიზნესსაქმიანობა, მათ შორის იყო Spotify, Disney და Apple, რომლებიც მიუხედავად ამ გადაწყვეტილებისა, ირკვევა, რომ კვლავ აგრძელებენ პარტნიორობას.

„ასევე ჩამონათვალშია Levi Strauss, რომლის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჩიპ ბერგმა, აპრილის დასაწყისში განაცხადა, რომ მისი კომპანია რუსეთში 800-ზე მეტ თანამშრომელს ხელფასს უხდის“, – წერს Financial Times და იქვე დასძენს, რომ პრობლემა რუსი დასაქმებულებისთვის ხელფასების გადახდა არაა, რადგან ამას კომპანიებს, რუსული კანონმდებლობა ავალდებულებს, მთავარი პრობლემა მათთან თანამშრომლობის გაგრძელებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები