LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუკერძოებელი ექიმების მხრიდან დადასტურდა, რომ გლდანის მე-18 დაწესებულება არ არის მზად მიაწოდოს ინტენსიური თერაპიული მომსახურება სააკაშვილს: აკაკი მინაშვილი

83
akakiminashvili-w-h

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატის, აკაკი მინაშვილის შეფასებით მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის მოტივი პოლიტიკური შურისძიება იყო.

ამის მოტივად მინაშვილმა გუშინ, სახალხო დამცველის ოფისთან შექმნილი ექიმთა ჯგუფის შეფასებები მოიყვანა.

“მიუკერძოებელი ექიმების მხრიდან დადასტურდა, რომ გლდანის მე-18 დაწესებულება არ არის მზად მიაწოდოს ინტენსიური თერაპიული მომსახურება სააკაშვილს” – აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

მისი თქმით, ის, რაც ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის გლდანში გადაყვანით გააკეთა, არის არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ სახელმწიფოს დამცირება.

“ეს დაწესებულება არ არის მზად ამისთვის, ეს დადასტურდა მიუკერძოებელი ექიმების მხრიდან. ეს თემა დაკავშირებულია იმასთან, თუ სად მოათავსეს მესამე პრეზიდენტი, რომლის ერთ- ერთი მთავარი წარმატება იყო მის გუნდთან ერთად კრიმინალთან ბრძოლა, სხვა კრიმინალებთან მოათავსეს, ორგანიზება გაუკეთეს შეურაცხყოფას, ამიტომ ამით დამტკიცდა, რომ ხელისუფლების მხრიდან სააკაშვილის გლდანში გადაყვანის მოტივი პოლიტიკური შურისძიება იყო. ეს არის სახელმწიფოს დამცირება, როცა კრიმინალს ეძლევა საშუალება შეურაცხყოს სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც მის წინააღმდეგ იბრძოდა და ქვეყანაში უსაფრთხოება სურდა”,-განაცხადა მინაშვილმა.

მოგვეცა სრულყოფილად შესწავლის საშუალება: სახალხო დამცველი

მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი და ელენე ხოშტარია არიან კრიტიკულ მდგომარეობაში და მოკლე ვადაში უნდა გადაწყდეს მათი საკითხი.

“ადამიანის სიცოცხლეს ეხება ერთ და მეორე შემთხვევაშიც საქმე, ამიტომ რაღაც დროს ხელისუფლება ვერ გაუძლებს ზეწოლას, ყოველდღიურად აკლდება ძალა და სუსტდება. ძალის დემონსტრირება, რომელსაც ის ცდილობს, ფართხალია სინამდვილეში, ისტორიული გამოცდილება გვანახებს, რომ ხელისუფლებები ძალის დემონსტრირებას ასეთ დროს ცდილობენ, მაგრამ უწევთ პოზიციის შეცვლა ხშირად ერთ და ორ საათში,”- განაცხადა მინაშვილმა.

შეგახსენებთ, გვიან ღამით ციხის საავადმყოფოში იმყოფებოდა ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის ოფისთან შექმნილი ექიმთა ჯგუფი. მათ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასეს და სამკურნალო დაწესებულების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.

ვერ ვიტყვი, რომ საკმაოდ მძიმეა, მაგრამ ძალიან ახლოს არის იმისკენ, რომ რამდენიმე დღეში დამძიმდება: ექსპერტთა ჯგუფის ექიმი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები