LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიუღებელია ერგნეთის შეხვედრის ჩაშლის ნებისმიერი მცდელობა ან მუქარა – ქეთევან ციხელაშვილი

178
ქეტი

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ერგნეთში ჩაშლილ შეხვედრას ეხმაურება და ამბობს, რომ არ შეიძლება, კითხვის ნიშნები დაისვას ინციდენტების პრევენციის ფორმატის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

ქეთევან ციხელაშვილი ხაშურის სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საოკუპაციო ძალა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზს მიღმა მოძრაობს თვითნებურად, ისევე როგორც წლების განმავლობაში სამხედრო ბაზების მშენებლობა მიმდინარეობს. 

„ეს იმ ვითარებაში, როცა საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ ეძლევა საშუალება, რომ მანდატი შეასრულოს და საოკუპაციო ხაზს მიღმა ჰქონდეს წვდომა. მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, საქართველოს შუაგულში – როგორც ხაშურის, ისე კასპის, გორის, დუშეთის, საჩხერის, ქარელის მუნიციპალიტეტებში 2008 წლიდან მოყოლებული არის ოკუპირებული სოფლები და ამ პერიმეტრზე საოკუპაციო ძალა საოკუპაციო ხაზს მიღმა გადაადგილდება, ისევე როგორც ამას ადგილი ჰქონდა ამ დღეების განმავლობაში, სოფელ წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე”, – აცხადებს ციხელაშვილი.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრა ცხინვალის დე ფაქტო წამომადგენლების გასვლის გამო ვერ დასრულდა. ოსური მხარე კი შეხვედრის ჩაშლაში საქართველოს ადანაშაულებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები