LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mitsubishi-მ განახლებული Pajero Sport წარმოადგინა

178
mitsibishi-pajero-sport-news19

ტაილანდში განახლებული Mitsubishi Pajero Sport-ის პრემიერა შედგა. ავტომობილი არამხოლოდ გარეგნულად შეიცვალა, არამედ რამდენიმე საინტერესო განახლებაც მიიღო.

Pajero-ს წინა და უკანა ნაწილების დიზაინი ბრენდის საფირმო სტილის გათვალისწინებით გადაიხედა და ყველგანმავალი L200-ს დაემსგავსა. პიკაპისგან მან რადიატორის ბადე, საბურავების ბაზა, ბამპერი და კაპოტი მიიღო. უკანა ფარები დაპატარავდა, საბარგულის კარზე კი სპოილერი გაჩნდა.

მოდერნიზაცია შეეხო სალონსაც. ჩვულებრივი პანელი ციფრულმა შეცვალა და ტექნიკურად უფრო სრულყოფილი გახდა. შიგნით ახალი მულტიმედიური სისტემა, 8 დიუმიანი ეკრანი, მკვდარი ზონების კონტროლის სისტემა და უკან სვლისთვის განკუთვნილი კონტროლის სისტემა დაემატა.

ისევე როგორც ადრე, Pajero Sport-ს მოთხოვნის გათვალისწინებით –  2,4 ლიტრის მოცულობის 181 ცხენის ძალის ძრავს მიიღებს, ან 2,5 ლიტრის მოცულობის 136 ძალის აგრეგატით დაკომპლექტდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები