LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 Mitsubishi-მ 2022 წლის წარმატებები შეაჯამა – გაყიდვები და წარმოება პლუსშია

121
mitsubishi

კომპანია Mitsubishi Motors-მა 2022 წელი შეაჯამა. მიუხედავად იმისა, რომ გასული წელი ბევრი კომპანიისთვის ჯერ ისევ სირთულეებთან იყო დაკავშირებული და საჭირო დეტალების სიმცირის გამო ბევრი ქარხანაც გაჩერდა, Mitsubishi-მ ძირითად ბაზრებზე – აზიის, ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის- გაყიდვების გაზრდა მოახერხა. შესაბამისად, მოიმატა წარმოების მაჩვენებლებმაც.

ანგარიშიდან ირკვევა, რომ იაპონიაში ბრენდის მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების წარმოება დეკემბერში 172%-ით გაიზარდა და 44 091 მანქანა შეადგინა. მთელი წლის განმავლობაში Mitsubishi-მ მშობლიურ ქვეყანაში 440 762 ავტომობილი გამოუშვა. წარმოების მთელი მაჩვენებელი იაპონიაში, ტაილანდში, ჩინეთსა და ინდონეზიაში 1 012 408 ერთეული იყო (+96,5%).

გაიზარდა ექსპორტის მაჩვენებელიც:დეკემბერში იაპონიამ  საზღვრებს გარეთ Mitsubishi-ს 23 538 მანქანა გაგზავნა, მთელი 2022 წლის განმავლობაში კი  – 222 242 ეგზემპლარი გასცდა ქვეყანას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები