კომპანია – Mitsubishi Motors-მა ახალი კონცეპტ-ქარი GT-PHEV წარმოადგინა. მათი განცხადებით, აღნიშნული მოდელი ახალი თაობის ჰიბრიდული ქროსოვერი იქნება. პროტოტიპის საჯარო ჩვენება სექტებმრის ბოლოს, პარიზის ავტოსალონში შედგება.
მოდელის განმასხვავებელი დეტალები რელიეფური დიზაინი, ვერტიკალური ბლოკი და ასევე დისკები გახდა. კომპანიაში აღნიშნეს, რომ ახალი მოდელის დიზაინი ევოლუციურ, საფირმო სტილისაა და მასზე იაპონურმა კომპანიამ – Dynamic Shield-მა იმუშავა.
Mitsubishi GT-PHEV-მა ჰიბრიდული შემადგენლობა მიიღო. იგი აღჭურვილია სამი ელექტროძრავით, ერთი შიდა წვის ძრავისა და ბატარეის კომპლექტისაგან. აგრეგატის სიმძლავრეები ჯერ-ჯერობით დადგენილი არაა. ახალ მოდელს, სრული დატენვის შემთხვევაში, მხოლოდ ელექტრო-გამოყენების რეჟიმში 120 კმ-ის გავლა შეუძლია. კომბინირებულ რეჟიმში კი მაჩვენებელი 1200 კმ-მდე იზრდება.