LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიტროპოლიტი ეპიფანე უკრაინის ეკლესიის წინამძღოლის ტახტზე აღსაყდრდა

pllll

მიტროპოლიტი ეპიფანე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლის ტახტზე აღსაყდრდა. საზეიმო ლიტურგია წმინდა სოფიის ტაძარში ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ცერემონიას უკრაინული ტელეარხები პირდაპირი ეთერით გადასცემენ.

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის აყსაყდრებას კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს დელეგაცია და უკრაინული დიასპორების იერარქები ესწერებიან. ცერემონიაზე იმყოფება უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლები და პეტრო პოროშენკო.

კიევში, საქართველოდან იმყოფებიან ევროპული საქართველოს წევრები. ინტრონიზაციის თარიღი მიტროპოლიტი ეპიფანის დაბადებისდღეს დაამთხვიეს. სასულიერო პირს დღეს 40 წელი შეუსრულდა.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ხელი 5 იანვარს მოაწერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები