თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული საქმის განხილვა მიმდინარეობს. 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის სასტიკი მკვლელობის ბრალდებით გარდაცვლილის 19 წლის ქალიშვილს ირმა ყოჩიაშვილსა და მის მეგობრებს ბექა შენგელიასა და არასრუწლოვან ნ.ჩ-ს ასამართლებენ.
2014 წელს ბექა შენგელია ანონიმური სატელევიზიო ინტერვიუში, სადაც ის სასაფლაოებზე გოგოების გაუპატიურებაზე საუბრობდა, ამბობდა, რომ ამ ყველაფერს რიტუალის ფორმა ჰქონდა.
„მინდოდა, შემექმნა 10 მცნების ანტიპოდი,“ – ეს არის ციტატა ბექა შენგელიას ინტერვიუდან.
როგორც ჩანს, ამ ინტერვიუდან 2 წლის შემდეგ მან მეეექვსე მცნების, „არა კაც ჰკლა“ ანტიპოდის შექმნა 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობით სცადა, თუმცა მანამდე რიტუალიზმის სხვადასხვა ფორმას მიმართავდა, მათ შორის – სასაფლაოებზე გოგონების გაუპატიურებას.
„მინდა აღვნიშნო, რომ ამ გოგონებს, ზოგადად ამ ინდივიდებს შორის არასრულწლოვანი არცერთი არ ყოფილა. ჯერ მათ ფსიქოლოგიუ პორტრეტს ვსწავლობდი, რამდენად შეესაბამდებოდნენ ჩემს კრიტერიუმებს, შემდეგ ვწყვეტდი. აუცილებელი დოგმა იყო, რომ მარიამი რქმეოდა სახელად. ეს ჯერ მე მჭირდებოდა და მერე მათ. ეს იყო ულტიმატუმის ფორმა, შემოქმედის ქმნილებებთან წამოვიწყე ომი. მის ქმნილებებს ვაყენებდი ტკივილს. მინდოდა, მიმეღო ახალი ტონი, ახალი ფერი. დღეს თითოეულ მათგანს ჩემს მიმართ აქვს დადებითი დამოკიდებულება. მათ თვალსაწიერში შევიტანე კომპონენტები, რაც აკლდათ.
რატომ ექვსი მარიამი? იმიტომ, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო რელიგიურ დოგმატებთანდ აკავშირებული,“ – ამბობს შენგელია 2014 წლის ინტერვიუში.
ბოლო მარიამი, რომელთანაც მას მსგავსი ტიპის ურთიერთობა ჰქონდა, რეალურად, 19 წლის ირმა ყოჩიაშვილი გახლდათ. სახელად „მარიამი“ ბექა შენგელიამ დაარქვა.
მართალია, ზემოხსენებულ ინტევიუში ბექა შენგელია ამბობს, რომ სქესობრივ კავშირს არასრულწლოვნებთან არ ამყარებდა, მაგრამ საკუთარ ჩვენებაში საპირისპიროს საუბრობს ირმა ყოჩიაშვილი. მისი თქმით, შენგელიას და მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრუწლოვან გოგონას ნ.ჩ.-ს სისტემატურად ჰქონდათ სქესობრივი ურთიერთობა, რომელსაც, რიგ შემთხვევაში, თვითონაც ესწრებოდა.
„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბექა შენგელიასა და ნ.ჩ.-ს ხშირად ჰქონდათ სქესობრივი კავშირი. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მე, ბექა და ნ.ჩ. ერთად დავრჩენილვართ ღამე ბინაში, რა დროსაც ბექასა და ნ.-ს ჰქონდათ სექსი. დავსწრებივარ, თუმცა მონაწილეობა არ მიმიღია. ანალოგიურად, ჩემი და ბექა შენგელიას სექსუალურ აქტს რამდენჯერმე დასწრებია ნ-ც.“ – ამბობს ყოჩიაშვილი.
რატომ არ წარედგინა დამატებითი ბრალი ბექა შენგელიას არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებისთვის, რაც ასევე სისხლის სამართლის დანაშაულია – პროკურატურაში ამბობენ, რომ ბექა შენგელიასა და არასრულწლოვან ნ.ჩ-ს შორის სქესობრივი კავშირი არ დასტურდება.
რთული ასახსნელია, რატომ შეიყვანა შეცდომაში გამოძიება ირმა ყოჩიაშვილმა, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მან არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩვენება ეჭვიანობის ნიადაგზე მისცა.
შენგელია და მისი მეგობრები კოჯორში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში საკმაოდ ხშირად იკრიბებოდნენ, სავარაუდოდ, სწორედ ამ ადგილზე მიანიშნებს ირმა ყოჩიაშვილიც გამოძიებისთვის მციემულ ჩვენებაში.
„ბექა შენგელია არის გოთიკის მიმდევარი და მეც გამაჩნია გარკვეული სიმპათიები აღნიშნული მიმდინარეობის მიმართ. კერძოდ, მიზიდავს დეპრესიული და სამყაროსადმი ჩაღრმავებული თემატიკა. ბექა შენგლია დადიოდა გოთების შეკრებებზე, თუმცა მე არასოდეს წავუყვანივარ. ბექა შენგელიასთან ერთად ნამყოფი ვარ როკ-ჯგუფეების კონცერტებზე, ასევე, ვაკის პარკთან მდებარე ბარში, სადაც იკრიბებიან ჩვენი აზროვნების მიმდევრები…
ვსაუბრობდით მუსიკაზე, როკსა და სულიერ სამყაროზე… მე და ბექას გვქონდა სქესობრივი კავშირი, ვუსმენდით როკს და ვაგრძელებდით მეგობრულ ურთიერთობას. სახლში მივდიოდი ძალიან იშვიათად და ჩემს მშობლებთან ურთიერთობა თითქმის არ მქონია. ბექასთან მქონდა ყოველდღიური კავშირი. დაახლოებით 3 თვის წინ, ზუსტი დრო არ მახსოვს, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოს ბექა შენგელიამ იქირავა ბინა ოპერის მიმდებარედ, რის შემდეგაც ძირითადად, ვრჩებოდი აღნიშნულ მისამართზე. მალევე ბექამ გამაცნო ნ.ჩ.
ბავშობიდან ვწერ ჩანახატებს სიყვარულზე, სიძულვილზე და სხვა ცხოვრებისეულ თემებზე. ანალოგიურად წერს ბექა შენგელიაც. ჩვენი აზრები, ძრითადად, ემთხვევა ერთმანეთს“.
ადგილი, სადაც ირმა ყოჩიაშვილის თქმით, გოთები იკრიბებოდნენ, სწორედ კოჯორში მდებარე ერთ-ერთი მიტოვებული სახლია. არსებული ლეგენდის გამო ეს სახლი მისტიკის მოყვარულთა თავშესაფრადაც იქცა. შეთქმულების თეორიის მიმდევრები ამბობენ, რომ წლების წინ იქ ოჯახის ყველა წევრი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, ზოგი უფრო შორს მიდის და ირწმუნება, რომ სახლი იუნკერების გვამებზე ააშენებს და იქ ამჟამადაც სულები ბინადრობენ.
სახლს ემიჯნება ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი.
გამოძიება არ გამორიცხავს, რომ ბექა შენგელიას რელიგიურ მიმდინარეობას მიმდევრები ციხის გარეთაც ჰყავდეს, თუნდაც გოგონები, რომლებთანაც სქესობრივ კავშირს სასაფლაოებზე ამყარებდა.
„ზოგადად, მაგიით ვიყავი დაინტერესებული. იმისვის, რომ საფუძვლიანად გამოგვეკვლია ეს სფერო, შევისწავლეთ უამრავი ქვეკატეგორია,“ – ამბობს შენგელია.
გამოძიების მასალაში დევს ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებული ჩანაწერები, სადაც ისმის დაუდგენელი პირის მითითება, რომ გვამს ზემოდან მჟავა დაასხან. ჩანაწერს ექსპერტიზა სწავლობს, რის შემდეგაც, შესაძლოა დადგინდეს, ვის ეკუთვნის ეს ხმა. არ არის გამორიცხული, აღნიშნული პიროვნება საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იყოს.
წყარო “პრაიმტაიმი”