Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„მითხრა, შოკში ვარ და არ ვარ ჯერ გამოსულიო“ – შვილის მიერ დედის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულის ადვოკატი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მითხრა, შოკში ვარ და არ ვარ ჯერ გამოსულიო“ – შვილის მიერ დედის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულის ადვოკატი

9123
უსათაურო დიზაინი (9)

ლილოს დასახლებაში მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი შოკშია.

„არ გამოვრიცხავ, ქმედება აფექტის მდგომარეობაში იყოს ჩადენილი“ – დედის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

როგორც უფლებადამცველი ნინო ბერიძე ამბობს, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს:

„არის შოკში. არ საუბრობს. სამჯერ ვინახულე. საქმესთან დაკავშირებით მას საუბარი არ სურს. მითხრა, რომ შოკში ვარ და არ ვარ ჯერ გამოსულიო“, – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა.

დედის მკვლელობაში ბრალდებულს და მის მეგობარს ცოტა ხნის წინ პატიმრობა შეეფარდათ.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულებს ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდებათ.

ადვოკატების ცნობითვე, დედის მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს, მისი მეგობარი კი დუმილის უფლებას იყენებს.

სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობას დააყენა. ადვოკატებმა კი, მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ გირაოს შეფარდება მოითხოვეს.

მორიგი სასამართლო სხდომა, 19 სექტემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

შეგახსენებთ, ლილოს დასახლებაში მკვლელობა 13 აგვისტოს მოხდა.

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ნ.ხ. ოჯახის წევრის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2003 წელს დაბადებული რ.ნ. ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს.

მომხდარის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ აქ:

17 წლის მოზარდი ეჭვობდა, რომ 34 წლის მშობელს, ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა მის მეგობართან – ვინ არის დედის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოზარდის მეგობარი

ცნობილია 34 წლის ქალის ვინაობა, რომელიც შვილმა მოკლა – „გარდაბანში ბებიისთვის და ბაბუისთვის უთქვამს, რაც გააკეთა“

ვერ ვიჯერებ, რომ შენი ლამაზი შველის თვალებით აღარ მოხვალ, ჩემო ლამაზო.. – რას წერს შვილის მიერ მოკლული ქალის მეგობარი

“მგონია, რომ ეს მისმა ქმარმა დაგეგმა და შვილს შეასრულებინა“ – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი შვილის მიერ დედის მკვლელობის საქმეზე

„ვაპირებდი დედაჩემის მოკვლას ფანჯრიდან გადმოგდების გზით“ – რა წერია დედის მკვლელობაში ბრალდებული 17 წლის ბიჭის ჩვენებაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები