„3-4 ჯერ იყვნენ მოსულები ხელის სათხოვნელად, რამდენჯერაც ვკითხე ჩემ შვილს, თანხმობას აცხადებდა.. ჩემმა ძმამ არ იცოდა, რომ მას სახლში დაბრუნება სურდა,“– ამის შესახებ 14 წლის მოკლული გოგოს, აითაჯ შახმაროვას დედამ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„მე ვიყავი ტაქსით მისული და იარაღით მემუქრებოდა.. ჰაერშიც გაისროლა.. ვუთხარი 112 დავრეკავ-თქო და მითხრა, მაგას თუ იზამ შენი შვილის გვამს ნახავო..
მისი ოჯახი მეუბნებოდა, რომ 22 წლის იყო, არც ვიცოდი რომ 28 წლის იყო,“ – ამბობს მოკლულის დედა [„ფორმულას თარგმანის მიხედვით“]