LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მისტერ სამყარო” არნოლდ შვარცენეგერს განასახიერებს

57

აშშ-ში ფილმის „უფრო დიდი“ გადაღებები დაიწყო, რომელიც ბოდიბილდინგის საერთაშორისო ფედერაციისა და კონკურს „მისტერ ოლიმპიას“ დამფუძნებლების, ჯო და ბენ ვეიდერების შესახებ იქნება.

ფილმში არნოლდ შვარცენეგერის ისტორიაც იქნება ნაჩვენები, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მის როლს „მისტერ სამყარო“ 2014 კალუმ ფონ მოგერი შეასრულებს.  ცნობილია ისიც, რომ კომპანიონობას მას ტაილერ ჰეკლინი და ანაირინ ბარნარდი გაუწევენ.

ფილმს ჯო გალო გადაიღებს, თუმცა მისი პრემიერის თარიღი ამ დროისთვის უცნობია.ფოტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები