LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მისი ტოლები ზაფხულის არდადეგების გასატარებლად რომ წავიდნენ, ეს მშენებლობაზე მოკვდა – თეო გილიგაშვილი

5620
teo giligashvili1

თბილისში, სამშენებლო სამუშაოებზე გარდაცვლილი 16 წლის ბიჭის ტრაგედიამ ყველა ააღელვა. გარდა იმისა, რომ მისი გარდაცვალების ფაქტი ტრაგიკულია, ბიჭს მანამდეც ძალიან მძიმე ისტორია აქვს. 

ვინ არის ტრაგედიას გამოქცეული 16 წლის ბიჭი, რომელიც მშენებლობაზე დაიღუპა

არასრულწლოვანმა პირველი ხელფასის აღებაც ვერ მოასწრო...

“ფეისბუქზე” თეო გილიგაშვილი აქვეყნებს ბიჭის შესახებ მოკლე ჩანახატს. მის პოსტში ტრაგედიის ყველა მძიმე ნაწილზეა გამახვილებული ყურადღება. მათ შორის იმაზეც, რომ 16 წლის ბიჭს ამუშავებდნენ ისეთ ადგილზე, სადაც გაკრული იყო ბანერი “ბავშვები მოარიდეთ ტერიტორიას, საშიშია!”

“16 წლის ბიჭს ძმა დაეღუპა, მამამ დარდს ვერ გაუძლო და შვილის საფლავზე თავი ჩამოიხრჩო. ერთადერთი დედა დარჩა. მის სარჩენად თბილისში, მშენებლობაზე სამუშაოდ ჩამოვიდა და პირველი ხელფასის აღებამდე ლიფტის შახტაში მოკვდა. უპასუხისმგებლო ადამიანების გამო, უპატრონობის გამო – მშენებლობას რომ არავინ ამოწმებს, დაუსჯელობის გამო, წინა კვირას რომ ორი კაცი მოკვდა და ისინიც ყველას ეკიდა, როგორც ამას დაიკიდებენ, მაგის გამო.

მეთერთმეტე კლასელი ბავშვი მოკვდა მშენებლობაზე, იქ, სადაც ბანერი ჰქონდათ გაკრული – ბავშვები მოარიდეთ ტერიტორიას, საშიშიაო – იქ მოკვდა!

მეთერთმეტეკლასელი ბიჭი, მისი ტოლები ზაფხულის არდადეგების გასატარებლად რომ წავიდნენ, ეს მშენებლობაზე მოკვდა.

სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობ. 

ისანში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა

საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ წუთებში მიმდინარეობს

ნეტავ ოდესმე თუ გვექნება სახელმწიფო? ეს გაუგებრობა და არქიფო სეთურის გათანამდროვებული კომპაქტური ჩასახლება კი არა, სახელმწიფო, სადაც ბავშვის მძიმე შრომა და დაღუპვა ქვეყნის ტრაგედია იქნება?,” –  წერს თეო გილიგაშვილი.

 

თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე გარდაცვლილი მუშა, 16 წლის გიორგი ბეშკენაძეა. არასრულწლოვანი დედასთან ერთად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმრიანში ცხოვრობდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ოჯახი საკმაოდ გაჭირვებულია.

სოციალური პირობების გამო, გიორგი თბილისში, მშენებლობაზე სამუშაოდ ჩამოვიდა, თუმცა არასრულწლოვანმა პირველი ხელფასის აღებაც ვერ მოასწრო და სიცოცხლე ლიფტის შახტში დაასრულა [სამშენებლო ლიფტის დემონტაჟის დროს ბაგირი გაწყდა, რასაც ტრაგედია მოჰყვა].