Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“მისი სურვილია ასევე მივიდეს საგამოძიებო სამსახურში და ნახოს კადრები, რა ხდებოდა სააკაშვილთან მიმართებაში” – შალვა ხაჭაპურიძე ასახელებს 2 კითხვას, რომელსაც უცხოელმა ექსპერტებმა უნდა გასცენ პასუხი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მისი სურვილია ასევე მივიდეს საგამოძიებო სამსახურში და ნახოს კადრები, რა ხდებოდა სააკაშვილთან მიმართებაში” – შალვა ხაჭაპურიძე ასახელებს 2 კითხვას, რომელსაც უცხოელმა ექსპერტებმა უნდა გასცენ პასუხი

84
შალვახაჭაპურიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი ერიკ გოლდსმიტი მესამე პრეზიდენტს დღეს ორჯერ მოინახულებს. მისივე თქმით, უცხოელმა ექსპერტებმა პასუხი უნდა გასცენ ორ მთავარ კითხვას – არის თუ არა სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი და უშლის თუ არა მისი ავადმყოფობა ხელს სასჯელის მოხდაში.

„ეს ადამიანი ჩაერთო თავიდანვე. იყო მოლაპარაკება, გაეცნო საქმის მასალებს და საათობით გამოკითხა სააკაშვილის ოჯახის წევრები. ამის შემდეგ განაცხადა, რომ დაინტერესებულია და გულთან მიიტანა სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხი. ის მიხეილ სააკაშვილს დღეს, სავარაუდოდ, ორჯერ მოინახულებს, მისი სურვილია ასევე მივიდეს საგამოძიებო სამსახურში და ნახოს კადრები, რა ხდებოდა სააკაშვილთან მიმართებაში.

თვის ბოლოს ცენტრ „ემპათიაში“ შეიკრიბება კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფი და გარკვეულ რეზიუმეს გააკეთებს“, – აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, დღესვე სააკაშვილს გაერო-ს ექსპერტი მოინახულებს.

„ასევე მოგეხსენებათ, რომ ჩამოსულია გაერო-ს ექსპერტი, რომელიც გვიან ღამით ჩამოფრინდა და ასევე ჩაატარებს სააკაშვილის კვლევას. დანარჩენ ორ ექსპერტზე ველოდებით ნებართვების მიღებას და წესით, დღეს რაღაცას პასუხი უნდა გვქონდეს“, – აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.