ვლადიმერ ჟირინოვსკის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია. ამის შესახებ „ტელეგრამ“-არხი „შოთ“ იუწყება. ვრცელდება პოლიტიკოსის მკურნალი ექიმის პირველი კომენტარიც, სადაც ის ამბობს, რომ ჟირინოვსკის გადარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელია.
„ფილტვები გათიშულია, დინამიკა გაუარესებულია, მისი მდგომარეობა უიმედოა”, – აცხადებს მკურნალი ექიმი. თავად ჟირინოვსკის პარტიაში კომენტარს ისევ არა აკეთებენ.
ვლადიმერ ჟირინოვსკის მდგომარეობა ისევ დამძიმდა
ვლადიმერ ჟირინოვსკის ფილტვები გაეთიშა – პოლიტიკოსის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა