LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მდგომარეობა უმძიმესია, ჯერჯერობით საიმედოდ არაფრის თქმა შემიძლია“ – ექიმი საგარეჯოში დაჭრილ მამაკაცზე

219
Untitled design

20 იანვრის ღამეს, საგარეჯოში თავდასხმის შედეგად დაჭრილი 24 წლის გიორგი კიკნაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

„აუცილებლად უნდა გადარჩე მეგობარო, გიორგი წუხანდელი დაჭრილებიდან ერთ-ერთია, მეორე ჯგუფის დადებითი სისხლი გვესაჭიროება“ – როგორია საგარეჯოში დაჭრილების მდგომარეობა

„ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრის დირექტორის მამუკა ოთიაშვილის განცხადებით, გართულების რისკები კვლავ ძალიან მაღალია. რაც შეეხება დანარჩენ ორ დაშავებულს, ისინი მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობენ:

„24 წლის გიორგი კიკნაძე რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას, მისი მდგომარეობა არის უმძიმესი მიღებული ტრავმების გამო, თუმცა, ამ ეტაპისთვის, სტაბილურად მძიმე რჩება, დინამიკაში პროგრესი გვაქვს, თუმცა ჯერჯერობით საიმედოდ არაფრის თქმა არ შემიძლია, იმიტომ, რომ გართულების რისკები არის ძალიან მაღალი, ამიტომ პაციენტი ისევ რჩება ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე.

დანარჩენო ორი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი ქირურგიულ განყოფილებაში განაგრძობენ მკურნალობას, რაიმე დამატებით ჩარევას ადგილი არ ჰქონია, არც გართულებას“, – განუცხადა ექიმმა მედიას.

შეგახსენებთ, 20 იანვრის ღამეს, საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი. გარდაცვლილთაგან 1 პოლიციელი, 4 კი იმ კორპუსის მცხოვრებია, სადაც ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი გახსნა.

გამოძიების ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის აივნიდან რამდენიმე გასროლა 1974 წელს დაბადებულმა ნ.ა. განახორციელა.

მათივე ცნობით, აღნიშნულმა პირმა, მოგვიანებით, სპეცდანიშნულების რაზმის გამოჩენისთანავე, სავარაუდოდ, თვითლიკვიდაცია განახორციელა.

უფრო ვრცლად ამავე თემაზე წაიკითხავთ აქ:

როგორია საგარეჯოში თავდასხმის შედეგად დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა

„გმირი კაცი მყავდა, 2 დღის წინ შვილს ომის ამბებს უყვებოდა, როგორ გამოიყვანა დაჭრილები თავისი ხელით“ – ოთარ ღვინაშვილის მეუღლე

ვინ არის საგარეჯოში სროლის შედეგად გარდაცვლილი პოლიციელი – რა ინფორმაციას ავრცელებს შსს

„სახლში იყო შვილი, ვერაფერს გვეუბნება, გამოვიქეციო..“ – საგარეჯოში მომხდარი შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 5 და დაიჭრა კორპუსის ეზოში მყოფი 5 ადამიანი

შოკისმომგვრელი იყო.. ბოლომდე მჯეროდა, რომ სიზმარი იყო – რას ჰყვება საგარეჯოში სროლისას დაჭრილი

ცნობილია საგარეჯოში ყოფილი სამხედროს მიერ მოკლული ოთხი ახალგაზრდის ვინაობა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები