პანკისის ხეობის უხუცესის, მწერალი ხასო ხანგოშვილის გარდაცვალების გამო სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც ლევან იოსელიანი აღნიშნავს, ხასო ხანგოშვილი სამაგალითო ქისტი და სამაგალითო ქართველი იყო:
„მწუხარებას გამოვთქვამ ბატონ ხასო ხანგოშვილის გარდაცვალების გამო. მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ პანკისის ხეობისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის.
სამძიმარი მინდა გამოვუცხადო ოჯახის წევრებს და მეგობრებს. მისი ღვაწლი ქისტებს, ქართველებს და ყველა სხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქეებს შორის ძმობისა და მეგობრობის განმტკიცებაში ფასდაუდებელია.
იგი იყო სამაგალითო ქისტიც და სამაგალითო ქართველიც. ნათელში იყოს მისი სული“, – წერს ლევან იოსელიანი.
მწუხარებას გამოვთქვამ ბატონ ხასო ხანგოშვილის გარდაცალების გამო. მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ…
Posted by Levan Ioseliani on ოთხშაბათი, 15 ნოემბერი, 2023
ცნობისათვის, ხასო ხანგოშვილი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარეს სოფელ დუისში დღეს დაკრძალავენ.