LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშველაძე პროკურატურაშია – ვინ აჩვენა პეტრიაშვილთან მისი ვაიბერ-მიმოწერის ამონაბეჭდი

28

ეკა მიშველაძე მთავარ პროკურატურაში მივიდა. ჟურნალისტი ამბობს, რომ მას საგამოძიებო უწყებიდან გუშინ, გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობის შემდეგ მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნეს და თხოვეს, დღეს 11 საათზე მათთან სასაუბროდ მისულიყო.

„რაც ვიცი, ყველაფერს მოვუყვები. მე პირადად არ მაქვს ვიდეო და ფოტო კადრები ნანახი, თუმცა ერთმა პიროვნებამ ჩემი და ალექსი პეტრიაშვილის ვაიბერ-მიმოწერა წარმომიდგინა, ეს ამონაბეჭდები ნანახი მაქვს. იმავე ადამიანმა მტკიცებულების სახით ასევე მითხრა, რომ არსებობს ვიდეო და ფოტომასალაც, თუმცა პირადად არ მინახავს,“ – ამბობს მიშველაძე.

კითხვაზე – დაასახელებს თუ არა პროკურატურაში გამოკითხვისას იმ პიროვნების ვინაობას, ვინც ვაიბერ-მიმოწერა აჩვენა, ჟურნალისტი პასუხობს, რომ თუ დაინტერესდებიან, მზად არის მისი ვინაობაც გაუმხილოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები