„X ფაქტორის“ ერთ-ერთმა მონაწილემ, მომღერალმა მიშო სულუხიამ, ჯგუფ „ურსასთან“ ერთად მეგრული სიმღერა „ვაგიორქო მა“ ჩაწერა. ეს არის „რუსთავი 2“-ისა და „ბრავო რეკორდსის“ ერთობლივი პროექტი.
სიმღერაზე ვიდეორგოლიც გადაიღეს, რომელიც „რუსთავი 2“-ის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე გააზიარა. სწორედ ის გახლდათ მიშოს მენტორი.
სიმღერამ და ვიდეორგოლმა „ფეისბუქ“-მომხმარებელს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა.