LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მიშელს ხომ არ გაგვინაწყენებთ?” – პარლამენტში “შარლს მიშელის რეფორმების ჯგუფმა” სახელი შეიცვალა

95
1

საპარლამენტო ფრაქციამ, “შარლს მიშელის რეფორმების ჯგუფმა” სახელი შეიცვალა – ფრაქციის სახელწოდება “რეფორმების ჯგუფი” იქნება.

ფრაქციის წესდებაში განხორციელებული ცვლილება სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით, პარლამენტის ბიუროს უკვე ეცნობა.

ამასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ხუმრობით იკითხა:

“შარლ მიშელს ხომ არ გაგვინაწყენებთ?”

შეგახსენებთ, პარლამენტში ახალი ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი” მიმდინარე წლის ივნისში შეიქმნა.

ფრაქცია სწორედ შარმ მიშელის დოკუმენტის შეთანხმების საფუძველზე დაკომპლექტდა და მასში ხუთი პარტიის წარმომადგენლები შედიოდნენ, მათ შორის არის:

“სტარტეგია აღმაშენებელი”, “გირჩი – მეტი თავისუფლება”; “რესპუბლიკური პარტია”; დამოუკიდებელი დეპუტატი – გრიგოლ ვაშაძე და ამოუკიდებელი დეპუტატი – ტარიელ ნაკაიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები