LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშელი: მზად ვართ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივანიჭოთ, როგორც კი ევროკომისიის დასკვნაში ასახულ პრიორიტეტებზე რეაგირებას მოახდენს

72
შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პერსპექტივაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მზად არიან, სტატუსი მიანიჭონ, როგორც კი ქვეყანა ევროკომისიის დასკვნაში ასახულ პრიორიტეტებზე მოახდენს რეაგირებას.

შარლ მიშელმა ამის შესახებ ევროპარლამენტში უკრაინის საკითხთან დაკავშირებით გამართული დებატების დროს განაცხადა:

“კრემლის ბარბაროსულმა ომმა ჩვენს კონტინენტზე ტექტონიკური ძვრები მოახდინა და ახალი პოლიტიკური რეალობა შექმნა.

გასულ კვირას ევროკავშირის 27 ლიდერთან ერთად მივიღეთ რამდენიმე მთავარი გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება. პირველი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გვეღიარებინა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნების და ხალხის მომავალი ევროკავშირშია. ჩვენ ასევე გადავწყვიტეთ, მიგვენიჭებინა კანდიდატის სტატუსი უკრაინისთვის და მოლდოვისთვის, ამით გავუგზავნეთ ძლიერი გზავნილი მათ ხალხს და ჩვენს ევროკავშირის მოქალაქეებს.

ჩვენ ასევე მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, როგორც კი ევროკომისიის დასკვნაში ასახულ პრიორიტეტებზე მოახდენს რეაგირებას”, – განაცხადა შარლ მიშელმა.