LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშელ როდრიგესი „ფორსაჟში“ მონაწილეობას ერთი პირობით თანხმდება

369

მიშელ როდრიგესი, შესაძლოა, „ფორსაჟის“ მომდევნო ნაწილში აღარ გამოჩნდეს. მიზეზად ქალების უპატივცემულობა სახელდება. შესაბამისი განცხადება მსახიობმა „ინსტაგრამზე“ თავად გამოაქვეყნა:

„დღეს გამოვიდა „ფორსაჟი 8“-ის ციფრული ვერსია. იმედი მაქვს, ავტორები ქალების მიმართ ცოტა მეტ სიყვარულსა და პატივისცემას გამოავლენენ. თუ ასე არ მოხდება, მე დავემშვიდობები ამ პროექტს“ – დაწერა როდრიგესმა. მსახიობმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წლების მანძილზე ფილმში მონაწილეობის საშუალება მისცა.

შეგახსენებთ, ფილმის ბოლო ნაწილმა მსოფლიო კინოგაქრირავებაში მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. მომავალში კიდევ ორი ნაწილის გადაღება იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები